ტოტენჰემი, ჰარი კეინი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

ტოტენჰემი კეინის გაყიდვას დათანხმდა - სატრანსფერო ფასი ცნობილია

ჰარი კეინის საგა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ინგლისელი თავდამსხმელის გადაბირებით წლებია სხვადასხვა ევროპული გრანდები ინტერესდებიან. ყველაზე დიდ ინტერესს კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს.

დღევანდელ დღემდე, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა საკუთარ კაპიტანს არსად უშვებდა. ავტორიტეტული გამოცემა The Times იტყობინება, რომ „დეზები“ კეინის გაყიდვას დათანხმდნენ და შესაბამისი ფასიც დაასახელეს.

ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ჰარის წაყვანა ენდომება 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ „წითელ ეშმაკებთან“ ერთად ინგლისელი შემტევის გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნი“ და მადრიდის „რეალი“ ინტერესდებიან.

ასევე შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში „ტოტენჰემში“ სიტუაცია დაიძაბა. ანტონიო კონტემ თავისი ფეხბურთელები საჯაროდ გააკრიტიკა. ამის შემდეგ კი იტალიელი სპეციალისტის აბარგებაზე მიდის საუბარი. კლუბი კი ჩემპიონთა ლიგის ზონას ნელ-ნელა შორდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები