დანი ალვეში
Aa
Aa

ფეხბურთს თამაშობს და კარგ ხასიათზეა - უახლესი ცნობები დანი ალვეშზე

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი, დანი ალვეში საპატიმროში საფეხბურთო მატჩებში იღებს მონაწილეობას. ცნობილი ესპანური გამოცემა Servimedia-ს ცნობით, ვეტერანი ბრაზილიელი პატიმრებს შორის საფეხბურთო მატჩების მთავარი ინიციატორია. სააგენტო აღნიშნავს, რომ ალვეშმა ერთ-ერთ მატჩში ორი გოლიც გაიტანა და ამასთან, ალვეშის საპატიმროში შესვლის შემდეგ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე პატიმრების მოთხოვნა თითქმის გაოთხმაგებულია.

ასევე აღნიშნულია, რომ ალვესი პატიმრების დიდი სიმპათიით სარგებლობს და ავტოგრაფებსაც არიგებს. ინფორმაცია დაადასტურა ფეხბურთელის ადვოკატმა, მირანდა პუენტესმაც. უფლებადამცველმა უარყო რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალვეში ცოლთან დაშორების შემდეგ რამდენიმე დღე საკვებს არ იღებდა.

პუენტესი აღნიშნავს, რომ ბრაზილიელი ვეტერანი კარგ ხასიათზეა და უდანაშაულობაშიც დარწმუნებულია.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული, მომჩივანი კი 23 წლის გოგონაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა ის ბარსელონას ერთ-ერთი ღამის კლუბის საპირფარეშოში გააუპატიურა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალვეშს 4-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უბრალოდ, მისი დაცვა მსურდა“ - ალვეშის ჩვენება სასამართლოზე
„უბრალოდ, მისი დაცვა მსურდა“ - ალვეშის ჩვენება სასამართლოზე