მილანი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის რისკი - მილანის კოშმარი გრძელდება

„მილანი“ იმედოვნებდა, რომ წარუმატებელი იანვრის შემდეგ, ფორმაში შევიდოდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა შედეგებმა ყველას იმედი გაუცრუა.

საშობაო შესვენებამდე, „როსონერი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლის“ 5 ქულით ჩამორჩებოდა, მეორე ადგილზე იმყოფებოდა და ბევრ რამეზე ჰქონდა პრეტენზია. ჩემპიონთა ლიგის ზონა კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა.. მეტიც, პიოლის შეგირდები ჩემპიონობისთვისაც იბრძოდნენ.

მოქმედმა ჩემპიონმა 2023 წელი „სალერნიტანასთან“ გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 5 მატჩი ვერ მოიგო, რამაც „ნაპოლის“ წინ გაქცევის საშუალება მისცა.

სტეფანო პიოლიმ გუნდის გარდაქმნა მაინც მოახერხა და „მილანმა“ მიყოლებით „ტორინო“, „მონცა“ და „ატალანტა“ დაამარცხა, თუმცა ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა.

„როსონერიმ“ ბოლო 3 შეხვედრაში ერთი ქულა აიღო, ხოლო 2023 წელს 7 მატჩი წააგო. ეს კი ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. მეტიც, მიმდინარე წელს, „მილანმა“ სერია ა-ში 21 გოლი გაუშვა, რაც „სალერნიტანას“ და „კრემონეზეს“ შემდეგ ასევე ყველაზე ცუდი შედეგია.

სიტუაცია კი ასეთია - ამ მომენტისთვის, მოქმედ ჩემპიონს 48 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მეხუთე პოზიციაზე მყოფ „რომას“ კი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები