მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესის გადაწყვეტილებას ელოდება - რაული რეალის გასაწვრთნელად მზად არის

ბევრი გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი წავა და „რეალს“ რაულ გონსალეს ბლანკო ჩაიბარებს.

RadioMARCA-ს ინფორმაციით, ლეგენდარული ესპანელი ასეთი საპასუხისმგებლო საქმიანობის დასაწყებად მზად არის და ის ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებას ელოდება.

რაულს „კასტილიაში“ საკმაოდ კარგი სეზონი აქვს და მისით, როგორც ხელმძღვანელობა, ასევე გულშემატკივრები კმაყოფილნი არიან.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის „რეალი“ მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. ლა ლიგისთვის ბრძოლა ფაქტობრივად დასრულებულია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სამეფო თასიც.

გულშემატკივრებს ყველაზე დიდი იმედი ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ, სადაც „სამეფო კლუბი“ მეოთხედფინალურ სტადიაზე ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში კი ნახევარფინალში „სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები