ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, პარი სენ ჟერმენი, ბერნარდო სილვა
Aa
Aa

ბარსას კონკურენტი გამოუჩნდა - პსჟ ბერნარდუ სილვასთვის იბრძოლებს

აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბერნარდუ სილვა „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს.

პორტუგალიელი ნახევარმცველის გადაბირებით კატალონიის „ბარსელონა“ ინტერესდებოდა. მეტიც, „ბლაუგრანას“ მისი შეძენა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ტრანსფერი არ შედგა.

მიუხედავად ამისა, სილვა ბარსას მთავარ სამიზნედ მაინც რჩება, თუმცა დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა RELOVO წერს, რომ ზაფხულში „პარი სენ ჟერმენი“ ბერნარდუსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი იქნება.

28 წლის პორტუგალიელს „სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და „ქალაქელები“ მას 90 მილიონს აფასებენ. ამ თანხის გადახდა კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ფრანგულ გრანდს შეუძლია.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლა ლიგაში მოქმედი წესების თანახმად, ამ მომენტისთვის ჩავი ერნანდესის გუნდს ტრანსფერის განხორციელება არ შეუძლია. მეტიც, „ბლაუგრანა“ გავის ვერ არეგისტრირებს და შესაძლოა ის თავისუფალი აგენტი გახდეს.

სილვა „სიტიში“

პორტუგალიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, სილვამ „ქალაქელების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 290-ჯერ მოირგო, 52 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაის მიტჩელი: „ილიასთან წაგებას წაგებად არ ვთვლი, ძალიან ცუდად ვიყავი“
ბრაის მიტჩელი: „ილიასთან წაგებას წაგებად არ ვთვლი, ძალიან ცუდად ვიყავი“