წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამომ ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამომ ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო

წყალბურთში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე, თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

„დინამოს“ მეტოქე სერბული „რადნიჩკი“ იყო, რომელსაც თბილისში 13:8 მოუგეს.

თბილისელებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს და საწყის პერიოდში მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. დუბლი „დინამოს“ ლეგიონერმა სტეფან პიეშივაცმა შეასრულა.

სერბებმა მეორე ნახევრიდან თამაში გამოასწორეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. „დინამომ“ საქმე ბოლომდე მიიყვანა და ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

წინა შეხვედრა „დინამომ“ გერმანიაში „ჰანოვერთან“ (10:8) მოიპოვა.

„დინამო“ 8-გუნდიან ჯგუფში მე-7 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფში მოწინავე ოთხეული ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას პოზიციაზე მბაპე თამაშობს და პსჟ-ს როგორ უნდა მოერგოს?“
„ხვიჩას პოზიციაზე მბაპე თამაშობს და პსჟ-ს როგორ უნდა მოერგოს?“