მადრიდის რეალი, მაურისიო პოჩეტინო, კარლო ანჩელოტი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

რაული, ტუხელი, პოჩეტინო - რეალის გაწვრთნის კანდიდატები

ბევრი გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი წავა და ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL იტალიელი სპეციალისტის სამ სავარაუდო შემცვლელს ასახელებს.

მთავარი კანდიდატი რაულ გონსალეს ბლანკოა, რომელზეც გუშინ RadioMARCA-მაც დაწერა. „რეალის“ ყოფილ კაპიტანს „კასტილიაში“ შესანიშნავი შედეგი აქვს და ფლორენტინო პერესი ფიქრობს, რომ მას ზიდანივით შეუძლია წარმატების მიღწევა.

მეორე ვარიანტი ტომას ტუხელია, რომელიც „ჩელსიდან“ წასვლის შემდეგ უსამსახუროდ არის დარჩენილი და მას არცერთ გუნდს არ უკავშირებენ. თავად გერმანელი კი „სამეფო კლუბის“ გაწვრთნის წინააღმდეგი არ არის.

მესამე კანდიდატი კი მაურისიო პოჩეტინოა, რომელიც მსგავსად ტუხელისა, „პარი სენ ჟერმენიდან“ გათავისუფლების შემდეგ, უსამსახუროდ დარჩა. ბრიტანულ მედიას თუ დავუჯერებთ, „ტოტენჰემიდან“ ანტონიო კონტეს უშვებენ და მის შემცვლელად არგენტინელს მოიაზრებენ. აქედან გამომდინარე, „პოჩე“ „რეალში“ ნაკლებად სავარაუდოა.

რაც შეეხება „რეალს“, მიმდინარე სეზონში ანჩელოტის გუნდმა ლა ლიგისთვის ბრძოლა ფაქტობრივად დათმო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სამეფო თასი, სადაც „ბლანკოსი“ „ბარსელონას“ ესტუმრება. პირველი მატჩი კი 0:1 დათმო. ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში „რეალი“ „ჩელსის“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები