ლუკა ბერულავა, კარინა საფინა
Aa
Aa

საფინა/ბერულავას წარუმატებელი გამოსვლა - მე-20 ადგილი თავისუფალ პროგრამაში

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შეჯიბრი წყვილებს შორის თავისუფალ პროგრამაში გაიმართა.

საქართველოს სახელით, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა იასპარეზა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება გუშინ, მოკლე პროგრამაში მოიპოვეს.

სამწუხაროდ, ქართული დუეტის დღევანდელი გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა და ჟიურისგან ყველაზე დაბალი შეფასება ერგო. ტექნიკურ ელემენტებში - 43.17 ქულა და პრეზენტაციაში 45.84 ქულა.

საერთო ჯამში, თავისუფალ პროგრამაში საფინამ და ბერულავამ 86.01 ქულა აიღეს, რაც ფინალში გასული ყველა მონაწილეს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ორი პროგრამის ჯამში, ქართულ დუეტს 146.99 ქულა ერგო, რაც ოცეულში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოჩნდა. საფინამ და ბერულავამ ორი პროგრამის ჯამში გამოსვლა მე-19 ადგილზე დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 წლის ინგა გურგენიძის ოქროს მედალი ლუბლიანას ტურნირზე
13 წლის ინგა გურგენიძის ოქროს მედალი ლუბლიანას ტურნირზე