კილიან მბაპე, ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

მბაპე კაპიტნობაზე: „გრიზმანს გავესაუბრე, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ კაპიტნის სამკლავურის მიღებაზე ისაუბრა. მბაპეს კაპიტნად დანიშვნამ ანტუან გრიზმანი გაანაწყენა და კილიანმა თანაგუნდელზეც ილაპარაკა.

„დიდიე დეშამს სურს, გუნდის გამაერთიანებელი და ახალსა და ძველ თაობას შორის ხიდი ვიყო. ძალიან გამიხარდა, როცა მითხრა, რომ ნაკრების კაპიტანი გავხდი. კაპიტნობის პირველმა დღეებმა კარგად ჩაიარა და ჩვენს გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი თამაშობს. არ მინდა, გადაწყვეტილებები მარტომ მივიღო და აუცილებლად მოვუსმენ ადამიანებს, რომლებსაც პოზიციის დაფიქსირება მოუნდებათ.

ანტუანს რაც შეეხება, მას გავესაუბრე და იგი იმედგაცრუებული იყო, რაც გასაგებია. ვუთხარი, რომ მის ადგილას მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. ანტუანი დეშამის ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი უფროსი არ ვარ. ერთმანეთს ხელს ჩავჭიდებთ, ერთად ვიმუშავებთ და შევეცდებით, საფრანგეთი უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. თუ ანტუანს რამის თქმა მოუნდება, აუცილებლად მოვუსმენ. კარს არავის დავუხურავთ და საკუთარი აზრის დაფიქსირება ყველას შეეძლება“.

შეგახსენებთ, რომ L'Equipe-ს ცნობით, გრიზმანი დეშამის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და სანაკრებო კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა. L'Equipe-ის მტკიცებით, მარტის სანაკრებო შეკრება გრიზმანისთვის შესაძლოა ბოლო იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შანსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეთ | სუპერ კომპიუტერის პროგნოზი
რა შანსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეთ | სუპერ კომპიუტერის პროგნოზი