კრიშტიანუ რონალდუ, მესუთ იოზილი, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

იოზილი: „რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“

მესუთ იოზილმა, რომელმაც ახლახან საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. 34 წლის გერმანელმა ინტერვიუ Marca-ს მისცა და ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ გამოარჩია.

„რონალდუსთან თამაში ძალიან სასიამოვნო იყო და პირადად ჩემთვის, ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მოედანზე ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებდით და ყველაფერი იდეალურად იყო. მე პასს ვუკეთებდი, ის იტანდა. საჩუქარია, როცა გადაცემას აწვდი ფეხბურთელს, რომელიც მომენტს არასდროს აფუჭებს“.

იოზილმა 21-ე საუკუნის საუკეთესო მთავარი მწვრთნელიც დაასახელა და ბევრისთვის მოულოდნელად, ჟოზე მოურინიო გამოარჩია: „ჩემი აზრით, ჟოზე 21-ე საუკუნეში ნომერ პირველია. ის ტაქტიკურ საკითხებში დაუჯერებლად ერკვევა და მისი მანერაც უნდა გამოვარჩიო, რომლითაც გასახდელში კომუნიკაციას ამყარებს. ის გუნდს პრესისგან ყოველთვის იცავს და უმაღლესი დონის სპეციალისტია“.

შეგახსენებთ, რომ იოზილმა კარიერა „შალკეში“ დაიწყო, საიდანაც „ვერდერს“ მიაშურა. ბრემენელებთან ერთად, მან გერმანიის თასი მიიღო და „ვერდერიდან“ „რეალს“ შეუერთდა. „სამეფო კლუბის“ რიგებში მან ესპანეთის სუპერ თასი და ლა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამუდმებით ხვიჩაზე საუბარი უხერხულია“ - სანიოლის პრესკონფერენცია
„გამუდმებით ხვიჩაზე საუბარი უხერხულია“ - სანიოლის პრესკონფერენცია