თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - ვირტუს ბოლონიამ რეალთან ვერაფერი გააწყო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის ეგიდით, ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამჯერად ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა და ესპანურ გრანდს ვერაფერი დაუპირისპირა.

„სამეფო კლუბმა“ მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 26:12 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი „რეალი“ 19 ქულით იგებდა. მე-3 პერიოდში, „ვირტუს ბოლონიამ“ ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და საბოლოოდ, მატჩი 79:96 დათმო.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პარკეტზე 24 წუთი და 56 წამი გაატარა. ამ დროში, მისი მონაგარი 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მის პასივში 2 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა იყო.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ 13 მოგება და 17 წაგება აქვს და მე-14 პოზიციას იკავებს. იტალიურ კლუბს მომდევნო მატჩი ლეგა A-ში, „პეზაროს“ წინააღმდეგ ელის, რომელიც 26 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამუდმებით ხვიჩაზე საუბარი უხერხულია“ - სანიოლის პრესკონფერენცია
„გამუდმებით ხვიჩაზე საუბარი უხერხულია“ - სანიოლის პრესკონფერენცია