ბარსელონა, რონალდინიო, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

რონალდინიო: “კარგი იქნება, თუ მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს“

არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ლეო მესი შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი აზრი რონალდინიომ დააფიქსირა.

რონალდინიო:

„მე მესის მეგობარი ვარ და იმის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ მან მოიგო ძალიან მიხარია. როდესაც შენი მეგობარი ოცნებას იხდენს და მსოფლიოს იპყრობს შესანიშნავი შეგრძნებაა. ლიონელსთვის ყოველთვის საუკეთესო მსურს.

ჩემი პრიორიტეტი მისი ბედნიერებაა და არ აქვს მნიშვნელობა რომელ კლუბში ითამაშებს. მთელი იმ ისტორიის შემდეგ, რაც მან „ბარსელონაში“ გამოიარა ვფიქრობ, რომ კარიერის დასრულება იქ კარგი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსელონა“ 2021 წელს დატოვა და მას შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას იცავს, თუმცა კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და როგორც უკვე მოგახსენეთ, ლეოს ბარსაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მესის ოჯახს „ბარსელონაში“ დაბრუნება იქამდე არ სურს, სანამ კლუბში პრეზიდენტი ლაპორტა იქნება. ლეო და მისი გარემოცვა თვლის, რომ ლაპორტამ მესის შესანარჩუნებლად არაფერი არ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: “ბაიერნს ყველა ტიტულის მოგება შეუძლია“
ტუხელი: “ბაიერნს ყველა ტიტულის მოგება შეუძლია“