ილია სულამანიძე, გელა ზაალიშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი: 4 ქართველი ფინალშია

თბილისის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ფინალში გასვლა ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო.

90 კგ კატეგორიაში ქართული ფინალი შედგება - ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძის წინააღმდეგ.

100 კგ-ში ილია სულამანიძემ ფინალში დამაჯერებლად გააღწია. ნახევარფინალში მან ბრაზილიელ მეტოქეს საქმე 1 წუთში მოუმთავრა. ფინალში კი მისი მეტოქე მონღოლი გონჩიგსურენ ბატჰუიაგი იქნება.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კუბელ ენდი გრანდას ლამაზი გდებით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი მუნირ ერტუგი იქნება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის გეგმა - ხვიჩას გამოსასყიდი თანხა ცნობილია
ნაპოლის გეგმა - ხვიჩას გამოსასყიდი თანხა ცნობილია