ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
Aa
Aa

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

თბილისის გრანდ სლემზე - 90 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძე ვაზარით დაამარცხა. მაისურაძემ ბექაურს ორი შიდო მიაღებინა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ბექაურს დარჩა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ლუკა მაისურაძემ არამ გრიგორიანს იპონით მოუგო, შემდეგ ლი კოხმანი ვაზარით დაამარცხა, მიხაილ ჟგანკს შიდოებით აჯობა და ფინალში გავიდა. ლაშა ბექაურმა კანადელი ლუის კრიბერი ვაზარით დაამარცხა, 1/4-ფინალში იაპონელ გოკი ტაჯიმას იპონით სძლია, ბერძენ თეოდოროს ცელიდისის ბარიერის დაძლევის შემდეგ ფინალში გავიდა. ბექაურმა ცელიდისს ვაზარი შეუსრულა.

100 კგ-ში ილია სულამანიძემ ფინალში დამაჯერებლად გააღწია. ნახევარფინალში მან ბრაზილიელ მეტოქეს საქმე 1 წუთში მოუმთავრა. ფინალში კი მისი მეტოქე მონღოლი გონჩიგსურენ ბატჰუიაგი იქნება.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კუბელ ენდი გრანდას ლამაზი გდებით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი მუნირ ერტუგი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები