გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, მან. სიტი
Aa
Aa

„დრიბლინგის უნარი არ დაუკარგავს“ - Sun 49 წლის ქინქლაძის თამაშზე

შოტლანდიაში, გლაზგოში, „აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ ლეგენდებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ მიიღეს. არველაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმში ითამაშა. ანალოგიურად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების გუნდში გიორგი ქინქლაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მატჩი „რეინჯერსის“ ლეგენდების მარცხით, 3:4 დასრულდა.

ქინქლაძის თამაშს ბრიტანული მედია გამოეხმაურა. The Sun: „მან. სიტის“ ლეგენდა, რომელსაც ახლა სრულიად ვერ იცნობ, 49 წლის ასაკში მოედანზე დაბრუნდა და მსოფლიოს ლეგენდების შემადგენლობაში ითამაშა. მას დრიბლინგის, ბურთთან ერთად სირბილის უნარი არ დაუკარგავს.

„მან. სიტის“ ლეგენდამ ქომაგებს მისი დრიბლინგი გაახსენა, როცა „რეინჯერსის“ ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშა. მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო. ნიკიჩა იელავიჩი გაწბილებული დარჩა, როცა მოედნის ცენტრის რგოლში ქინქლაძემ მისგან თავი დაიძვრინა.

90-იან წლებში „მან. სიტის“ ქომაგები 5 ფუტისა და 8 ინჩის სიმაღლის მქონე გიორგი ქინქლაძის თამაშს რეგულარულად უყურებდნენ, როცა საოცარი დრიბლინგითა და ბურთის კონტროლით მეტოქის დაცვაში შეიჭრებოდა“.

გამოცემა გიორგი ქინქლაძის სადებიუტო პრემიერლიგურ სეზონს იხსენებს, როცა „საუთჰემპტონს“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა, რომელიც Match of the Day-მ 1995-96 წლების სეზონში საუკეთესო გოლებს შორის მეორე ადგილზე გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე და ქინქლაძე ლეგენდებში მატჩში - შოთა გოლის გატანასთან ახლოს იყო
არველაძე და ქინქლაძე ლეგენდებში მატჩში - შოთა გოლის გატანასთან ახლოს იყო