ბარსაში დაბრუნება უფრო რეალური გახდა - მესის მამა მოლაპარაკებას დაიწყებს
დღეს გამოცემა SPORT-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეო მესის მხოლოდ „ბარსელონა“ ეპატიჟება. რადარზე საუდის არაბეთი და MLS აღარ არის. თავად არგენტინელს კი პსჟ-ში დარჩენა აღარ სურს.
ამის პარალელურად, CatRadio საინტერესო სიახლეს გვთავაზობს. წყაროს ცნობით, მესიმ მამამისს სთხოვა, რომ ლაპორტასთან ბარსაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოოს.
2022 წლის მუნდიალის გამარჯვებული ამ საკითხზე ჩავი ერნანდესსაც ესაუბრება. როგორც ჩანს, კლუბში ლიონელის დაბრუნებაზე თანხმობაა და მხოლოდ ლაპორტას დასტურია საჭირო.
????⚠⚠ Messi hauria demanat al seu pare i agent que torni a conversar amb Laporta per poder tornar al Barça. El jugador, per la seva banda, es comunica amb Xavi amb el mateix propòsit i sembla que compta amb el vistiplau del vestidor i l'staff tècnic.https://t.co/IxXrJLVBLS
— Tot costa (@totcosta) March 27, 2023
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მესის ძმამ საჯაროდ განაცხადა, რომ სანამ ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტია ლიონელი გუნდში არ დაბრუნდება. როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა.
ასევე შეგახსენებთ, მესიმ კატალონიური გრანდი ფინანსური პრობლემების გამო 2021 წელს დატოვა და „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 29 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.