ხვიჩა კვარაცხელია, ვლადიმირ ვაისი
Aa
Aa

„თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, მსოფლიო ვარსკვლავია“ - ვაისი ხვიჩაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „სლოვანის“ თავკაცმა Sport-Express-სთვის მიცემულ ინტერვიუში, „კვარას“ მსოფლიო ვარსკვლავი უწოდა და განაცხადა, რომ ის დაუჯერებელ სეზონს ატარებს.

„როცა ხვიჩა ნაპოლიში ახალი გადასული იყო, ვთქვი, რომ თუ თავში ყველაფერი კარგად ექნებოდა, მსოფლიო ვარსკვლავი გახდებოდა და კვარაცხელია სწორედ ამისკენ მიდის. მისი კარიერა დაუჯერებელია. შარშან, ბათუმიდან ნაპოლიში აღმოჩნდა და ახლა ასეთ დონეზე თამაშობს. მას თავის გამოჩენის შანსი მაშინ მივეცი, როცა 18-19 წლის იყო. ის უდიდესი ტალანტი და შესანიშნავი ბიჭია. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ! ხვიჩა თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და შესანიშნავ სეზონს ატარებს.

მქონდა თუ არა ხვიჩასთვის დიდი როლი? შანსი მივეცი, მან კი ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო. საქართველოს ამ თაობაში, კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის მსგავსი ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები სულ იყვნენ და მომავალშიც იქნებიან“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერუს ნაკრების მოთამაშეებსა და ესპანურ პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პერუს ნაკრების მოთამაშეებსა და ესპანურ პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა