სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

განახლებული რეიტინგი | ბაზაძემ ლიდერობა გაიმტკიცა

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში პირველი ადგილი გაიმტკიცა. ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, სანდროს ანგარიშზე 253 ქულაა და ის უშუალო მდევარს, უნგრელ არონ სილაგის 23 ქულით უსწრებს.

რამდენიმე დღის წინ, ბაზაძემ ბუდაბეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სანდრო სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, არონ სილაგის (უნგრეთი) 14:10-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებით 14:15 დამარცხდა.

გეტყვით იმასაც, რომ სანდროს უნიკალური სერია აქვს. ბაზაძემ გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მეცხრე პრესტიჟულ ტურნირზე მოახერხა (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო მოხვედრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე
„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე