მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

პოლიციამ ერლინგ ჰოლანდი დააჯარიმა

„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი სამართალდამცავებმა იმ დროს გააჩერეს, როდესაც ის საკუთარ მანქანას მართავდა და ამავდროულად ტელეფონზე საუბრობდა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ნორვეგიელ თავდამსხმელს მობილური ხელში არ ეჭირა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მას ტელეფონი მუხლებზე ედო და ისე საუბრობდა.

რა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ვარსკვლავი მწვავედ გააკრიტიკეს და აუხსნეს, რომ ასეთი ქმედება სახიფათოა.

„ერლინგ ჰოლანდი ავტომობილის მართვის დროს უფრო მეტი ყურადღებით უნდა იყოს და კანონი დაიცვას. ეს სულელური შეცდომაა, მაგრამ შეიძლება საკუთარ თავს ან სხვას ხიფათი შეუქმნას.“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში

DailyMail-ის ინფორმაციით, ერლინგი 200 ევროთი დააჯარიმეს და მართვის მოწმობის 100 ქულიდან 6 დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიმ მათი გაყიდვის სურვილს უნდა სძლიოს - Forbes-ი კვარაზე და ოსიმენზე წერს
ნაპოლიმ მათი გაყიდვის სურვილს უნდა სძლიოს - Forbes-ი კვარაზე და ოსიმენზე წერს