იუვენტუსი, ანხელ დი მარია
Aa
Aa

მოლაპარაკება დაწყებულია - დი მარია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა

ანხელა დი მარია დღევანდელი „იუვენტისის“ ერთ-ერთი ლიდერია. არგენტინელი შემტევი „ბიანკონერის“ ბრწყინვალედ შეეწყო და ტურინში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ალაპარაკდნენ. შეგახსენებთ, რომ ანხელს მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

TycSport-ის ჟურნალისტი ცეზარ ლუის მელო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მელოს ცნობით, ამ მომენტისთვის „იუვენტუსსა“ და დი მარიას შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საუბარი დაწყებულია. ჯერჯერობით გარკვეული დეტალები კვლავ განსახილველი და მოსალაპარაკებელია, მაგრამ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი არგენტინელი „ბებერ ქალბატონს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დი მარიამ ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები