ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

Corrieredellosport: “სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ხვიჩას ნიჭს ეყრდნობა“

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველომ ნორვეგიას უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა. სტუმართა მხრიდან თავი სორლოტმა გამოიჩინა, ხოლო „ჯვაროსნებიდან“ წონასწორობის აღდგენა მიქაუტაძემ შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Corrieredellosport-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა.

Corrieredellosport:

„კვარაცხელია ჩვეული გზებით და დრიბლინგით ცდილობდა მარცხენა ფლანგზე გაბრწყინებას, მაგრამ საბოლოოდ საქართველოსა და ნორვეგიის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. რეალურად, სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ხვიჩას ნიჭს ეყრდნობა. პირველ ტაიმში, „ნაპოლის“ შემტევი სივრცეს ეძებდა და ერთ-ერთ მომენტში გამოუვიდა. მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა, რაც ძალიან სახიფათო იყო.

კვარაცხელია მეორე ტაიმში თავის თავს დაემსგავსა და კრეატიული გახდა. ის სხვადასხვა საფრთხეებს ქმნიდა, მაგრამ ვერ გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ სპალეტის ხვიჩა ვნახეთ, რომელიც მეტოქისთვის დამღუპველია. როცა ის ბურთს სწრაფად ატარებს და კარს უმიზნებს თამაში ცოცხლდება.“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართეს და 1 ქულა აქვთ. ნორვეგიამ კი მეორე და სოლბაკენის ნაკრებს ასევე 1 ქულა აქვს. ნორვეგიამ პირველ ტურში ესპანეთთან 0:3 წააგო.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძემ მარცხისგან გვიხსნა - ნორვეგიასთან ისტორიული წარუმატებლობა დასრულდა
მიქაუტაძემ მარცხისგან გვიხსნა - ნორვეგიასთან ისტორიული წარუმატებლობა დასრულდა