ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„როდესაც ასეთ მატჩს აბრუნებ, გუნდურობაში გარკვეული ხარისხი ჩანს“ - სანიოლი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ნორვეგიის წინააღმდეგ, ბათუმში გამართა და პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, საბოლოოდ, ფრედ, ანგარიშით - 1-1 დაასრულა.


ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

რა თქმა უნდა , პირველი ტაიმით კმაყოფილი არ ვიყავი, ბურთს ხშირად ვკარგავდით, რის გამოც, ცვლილებები განვახორციელეთ და მატჩში დამატებითი თავმდამსხმელი ჩაერთო, ამის შემდეგ კი უკვე მეტი ამბიცია გაჩნდა. ვაგებდით ფიზიკურ ორთაბრძოლებსაც, თუმცა ვთვლი, რომ როდესაც ასეთ შეხვედრას აბრუნებ, გუნდურობაში გარკვეული ხარისხი მაინც ჩანს.

ახალ ფორმაციას , რომელიც მეორე ტაიმში მოვსინჯეთ, ცუდად არ უმუშავია, თუმცა გამოვიყენებთ თუ არა შემდეგშიც, მოგვიანებით გადავწყვეტთ.

პირველი გოლის დროს, გიორგი მამარდაშვილი დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ დანარჩენი წუთები როგორ დონეზე ჩაატარა, ყველამ ნახა. გიორგი ისეთი დონის მეკარეა, ყველა ხედავს და ჩემი დამატებითი კომენტარები საჭირო არაა.

ბოლო დროს, გიორგი მიქაუტაძე გამორჩეულად კარგ შეხვედრებს ატარებს, რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ის ამ ეტაპზე, საკლუბო დონეზე, ცოტას თამაშობს. როდესაც ბევრად კარგ ფიზიკურ კონდიციებში იქნება, მიქაუტაძე - ზივზივაძის დუეტი გაცილებით ეფექტური იქნება.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ყველამ კარგად ვიცით, რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელია. მისი აღდგენითი პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფია, შრომატევადი, ნახევარმცველებს მუდმივად როგორც წინ, ისე უკან თამაში უწევთ. მაგალითად, როგორც ამას კვარაცხელია აკეთებს, ჩაკვეტაძე კი ასეთ ფიზიკურ ფორმაში ჯერ არ იმყოფება, მას დრო სჭირდება, რათა ნაკრებს დაუბრუნდეს, მე ამ მომენტს ველოდები და როცა ეს მომენტი დადგება, გიორგი აუცილებლად ითამაშებს.

იცით, რომ ჩემთვის ფეხბურთელების კარი ღიაა მიუხედავად ასაკისა და გუნდისა.

ჩემი , როგორც მწვრთნელის დავალებაა ის შეცდომები, რომელიც ნორვეგიის წინააღმდეგ მატჩში გამოჩნდა, აღმოიფხვრას და ამაზე ვიმუშაოთ.

ნორვეგია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 11 სექტემბრის ნაცვლად, 12 სექტემბერს უმასპინძლებს. საპასუხო მატჩი ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების გამო 1 დღით გადაიდო, თუმცა, იქამდე ივნისის მატჩები გველის - ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს -  კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს - შოტლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი სტუმრად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: “მამარდაშვილმა ერთი გაუშვა, მაგრამ ბევრი კარგი ბურთი აიღო“
AS: “მამარდაშვილმა ერთი გაუშვა, მაგრამ ბევრი კარგი ბურთი აიღო“