თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 5 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე განადგურდა

ევროლიგის მორიგ ტურში „მაქაბიმ“ „ვირტუს ბოლონიას“ უმასპინძლა და მარტივად 111:80 გაანადგურა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელსაც რბილად, რომ ვთქვათ ცუდი მატჩი ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 20 წუთი და 37 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შენგელიამ 5 ქულა 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იტალიელთა მხრიდან საუკეთესო სემი ოჯელეი იყო, რომელმაც არასრულ 24 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება. ასევე გეტყვით, შენგელიას გუნდმა ევროლიგაზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. შემდეგ ტურში „ბოლონია“ „ეფესს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: “მამარდაშვილმა ერთი გაუშვა, მაგრამ ბევრი კარგი ბურთი აიღო“
AS: “მამარდაშვილმა ერთი გაუშვა, მაგრამ ბევრი კარგი ბურთი აიღო“