ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

პირველივე სეტში დანებდა - ბასილაშვილის მორიგი მარცხი

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს რომის ღია პირველობაში ჩაერთო და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მსოფლიოს 183-ე ნომერს, იტალიელ ფლავიო კობოლის დაუპირისპირდა.

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში 5:2 მარცხდებოდა, თუმცა სეტის ბოლოს თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შეხვედრა ვადაზე ადრე შეწყვიტა, რის გამოც ავტომატურად მარცხი ჩაეწერა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ბასილაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში 173-ე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები