რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ნადალი: „როლან გაროსზე არ ვიქნები, 2024 წელი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება“

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა დაადასტურა, რომ ტრავმის გამო, როლან გაროსის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებს. „ელ მატადორმა“ პრესკონფერენცია გამართა და გულშემატკივრებს ისიც აუწყა, რომ 2024 წლის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.

„წლევანდელ როლან გაროსზე მონაწილეობას არ მივიღებ. მომდევნო თვეების განმავლობაში, თამაშს არ ვაპირებ და ჩემი მიზანია, 2024 წელი ჩემს კარიერაში ბოლო იყოს. ახლა რომ ვითამაშო, ვფიქრობ, გაისად კორტზე გასვლას ვერ შევძლებ და მინდა, ადამიანებს, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ და არიან, ღირსეულად დავემშვიდობო.

რთული წლები გამოვიარე და ჩემ მიერ მიღწეული წარმატებების გამო, ბოლომდე არ ჩანდა, რა დაბრკოლებები გადავლახე. ამ მომენტისთვის, უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად არ ვარ. პაუზა უნდა ავიღო და ჩემს ორგანიზმს გამოჯანმრთელების საშუალება მივცე. დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. როცა მზად ვიქნები, დავბრუნდები. ჩემი მიზანი წლის ბოლოს, დევისის თასზე თამაშია და მინდა, 2024 წელს იმ გარანტიით შევხვდე, რომ ჩემს კარიერაში უკანასკნელი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს როლან გაროსი 14-ჯერ აქვს მოგებული. უიმბლდონზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებას 2-2-ჯერ მიაღწია, ხოლო აშშ-ს ღია პირველობა 4-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი თანხა და გაზრდილი ხელფასი - ნაპოლი ოსიმენის შესანარჩუნებლად იბრძოლებს
გამოსასყიდი თანხა და გაზრდილი ხელფასი - ნაპოლი ოსიმენის შესანარჩუნებლად იბრძოლებს