ჟოზე მოურინიო, ლუკა ერნანდესი
Aa
Aa

მოურინიოს თანხმობა პარი სენ-ჟერმენს | ფრანგები ლუკა ერნანდესსაც ესაუბრებიან

„პარი სენ-ჟერმენი“ შემადგენლობის გაძლიერებისთვის ზრუნავს და მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელით დაინტერესდა. L’Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგული გრანდი ლუკა ერნანდესის გადაბირებას აპირებს და მიზანთან ახლოს იმყოფება.

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს. ახლა ჯერი კლუბებზეა. თუ „პარი სენ-ჟერმენმა“ „რეკორდმაისტერის“ დაყოლიება მოახერხა, რაც მარტივი არ იქნება, 27 წლის მარცხენა მცველს გაიფორმებს.

„პარი სენ-ჟერმენს“ „რომას“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოც დაუკავშირეს. იმავე L’Equipe-ის მიხედვით, თუ ოფიციალურ წინადადებას მიიღებს, პორტუგალიელი სპეციალისტი მზადაა, „პარკ დე პრენსის“ ბინადრების თავკაცის პოსტი ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე „ჯალოროსის“ 2021 წლის ივლისიდან წვრთნის. გასულ სეზონში, მან კლუბთან ერთად კონფერენს ლიგა მოიგო, მიმდინარე სეზონში კი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „სევილიას“ დაუპირისპირდება. „განსაკუთრებულს“ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“