ენტონი მოდესტე
Aa
Aa

ბაიერნის ბოლო მეტოქე ბონუსს მიიღებს თუ ჩემპიონი დორტმუნდი გახდება

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. „დორტმუნდს“ 70 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. „შავ-ყვითლების“ მთავარი კონკურენტი „ბაიერნია“, რომელიც 68 ქულით მეორე პოზიციაზეა.

„დორტმუნდი“ გადამწყვეტ შეხვედრას საკუთარ კედლებში, „მაინცის“ წინააღმდეგ გამართავს, „რეკორდმაისტერი“ კი „კიოლნს“ სტუმრად დაუპირისპირდება. დღეს, გერმანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, რომ „კიოლნს“ „დორტმუნდის“ ჩემპიონობა ხელს აძლევს.

გერმანული Express-ის ცნობით, „კიოლნი“ 6-ციფრიან ბონუსს მიიღებს თუ მიმდინარე სეზონი „შავ-ყვითლების“ ტრიუმფით დასრულდება. ეს ანტონი მოდესტეს კონტრაქტის დამსახურებაა, რომელმაც „კიოლნიდან“ „დორტმუნდს“ გასულ ზაფხულს, 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა. როგორც ირკვევა, მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გაჩემპიონების შემთხვევაში, „დორტმუნდს“ „კიოლნისთვის“ ბონუსის გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, თუ „ბაიერნმა“ 3 ქულა ვერ აიღო, „დორტმუნდი“ ჩემპიონი ავტომატურად გახდება და სულერთი იქნება, „მაინცთან“ მატჩი რა ანგარიშით დასრულდება. თუ „დორტმუნდმა“ ვერ მოიგო და „რეკორდმაისტერმა“ იმარჯვა, „შავ-ყვითლები“ ბუნდესლიგის ტიტულს ბოლო ტურში დაკარგავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“