კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

5-წლიანი კონტრაქტი იუვენტუსთან | ჯუნტოლი ნაპოლის ტოვებს

სერია A-ს მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორის, „ნაპოლის“ რიგებში მასშტაბური ცვლილებებია მოსალოდნელი. იტალიური პრესის ცნობით, „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი და სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ტოვებენ.

La Gazzetta dello Sport-მა რამდენიმე წუთის წინ დაწერა, რომ ჯუნტოლი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მან „ბებერ ქალბატონთან“ შეთანხმებას მიაღწია და „ნაპოლის“ ერთ-ერთ მტერთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მისი ანაზღაურება კი სეზონში 1.5 მილიონი ევრო იქნება.

იტალიური გამოცემის ცნობით, „იუვენტუსი“ „პარტენოპეის“ კომპენსაციას გადაუხდის. ჯუნტოლის ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მისი უსასყიდლოდ გაშვების პერსპექტივა არ ხიბლავს.

შეგახსენებთ, რომ ჯუნტოლის ყველაზე წარმატებული ტრანსფერი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადაყვანაა, რომლის შემდეგაც, მის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა. რამდენიმე იტალიური გამოცემის ცნობით, ჯუნტოლი ნეაპოლში თავის მარჯვენა ხელს და გამოცდილ სკაუტს ჯუზეპე პომპილიოს და სტეფანო სტეფანელის წაიყვანს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“