პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი ტრანსფერები | პირველზე რიშარლისონია
Aa
Aa

პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი ტრანსფერები | პირველზე რიშარლისონია

ცნობილმა საფეხბურთო ვებგვერდმა, Goal.com-მა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ტოპ 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა. პირველ ადგილზე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი, რიშარლისონი იმყოფება, რომელიც „დეზებმა“ „ევერტონიდან“ 58 მილიონ ევროდ გადაიყვანეს.

მეორე ადგილზე მარკ კუკურელიას ვხედავთ. ესპანელი მცველი „ჩელსიმ“ „ბრაიტონიდან“ შეიძინა და მისი ტრანსფერი 65.3 მილიონი დაუჯდა. მესამე პოზიცია კალვინ ფილიფსს მიაკუთვნეს. ინგლისელი „ლიდსიდან“ „სიტიში“ გადავიდა - 49 მილიონი.

„ჩელსის“ უკრაინელი ახალწვეული, მიხაილო მუდრიკი მეოთხე ადგილზეა. „არისტოკრატებს“ იგი 70 მილიონი ევრო დაუჯდათ და ჯერჯერობით ლონდონელთა იმედებს ვერ ამართლებს, ხუთეულს კი ჯესი ლინგარდი ასრულებს. ეს უკანასკნელი „ნოტინგემს“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ უსასყიდლოდ შეუერთდა.

ტოპ 10-ს რაც შეეხება, სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

6 - ანტონი (აიაქსიდან  მანჩესტერში 95 მილიონი)

7 - არტური (იუვენტუსიდან ლივერპულში, იჯარა)

8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბარსელონადან ჩელსიში, 12 მილიონი)

9 - კალიდუ კულიბალი (ნაპოლიდან ჩელსიში, 38 მილიონი)

10 - რაჰიმ სტერლინგი (სიტიდან ჩელსიში, 56 მილიონი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“