სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი
Aa
Aa

მიქაუტაძის შემდეგ მილინკოვიჩ-სავიჩი - მილანი გააქტიურდა

„როსონერი“ ახალი სეზონისთვის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას იწყებს და შემადგენლობის გასაძლიერებლად ქმედით ნაბიჯებს დგამს.

დღეს footmercato-მ დაწერა, რომ „მილანი“ გიორგი მიქაუტაძის შეძენით ინტერესდება და 10 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან.

ამჯერად, calciomercato წერს, რომ „როსონერი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და მათი მთავარი სამიზნე „ლაციოს“ სერბი შუახაზელი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩია, რომლის სანაცვლოდაც მილანელებს 40 მილიონის გადახდა მოუწევთ. რომაელები ფეხბურთელს სწორედ ამ ფასს ადებენ.

თუ, „მილანი“ ოთხეულში შევა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ასეთ შემთხვევაში კლუბი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენაზე იმუშავებს.

სერბი შუახაზელი გუნდის შეცვლას და რაღაც ახლის ცდას აპირებს. მან „ლაციოს“ ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და 2024 წელს თავისუფალი აგენტი გახდება. აქედან გამომდინარე, „ლაციალეს“ მისი ახლა გაყიდვა მოუწევს.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება