Mirror: ყველაფერი შეთანხმებულია, კიმი მანჩესტერ იუნაიტედში მიდის
Aa
Aa

Mirror: ყველაფერი შეთანხმებულია, კიმი მანჩესტერ იუნაიტედში მიდის

როგორც ჩანს, კიმ მინ ჯაე სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვებს. კორეელის შენარჩუნება ნეაპოლელთათვის თითქმის შეუძლებელია.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ სამხრეთ კორეელ მცველთან უკვე ყველა დეტალი შეთანხმებული აქვს და ზაფხულში მას შეიძენენ.

კიმის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, 1-დან 15 ივლისამდე ნებისმიერ მსურველ კლუბს ფეხბურთელის 58-60 მილიონ ევროდ შეძენა შეეძლება და „იუნაიტედი“ ამ უფლების გამოყენებას აპირებს.

ამრიგად, კიმის პრემიერ ლიგაში გადასვლა 99%-ით გადაწყვეტილია. „ნაპოლი“ კი მის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. სიაში პირველი „ატალანტას“ უკანახაზელი სკალვინია.

შეგახსენებთ, რომ კიმმა წელს „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე 44 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება