მანუელ ლანსინი
Aa
Aa

ნაპოლი ჟელინსკის ნაცვლად ლანზინის შეძენას გეგმავს

„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე იწყებს და ახალი მწვრთნელის ძიებასთან ერთად, ახალ ფეხბურთელებსაც აკვირდებიან.

გუნდიდან წამსვლელთა სიაში 2 გამოკვეთილი გვარია - კიმი და ჟელინსკი. სამხრეთ კორეელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიდის, პოლონელი კი ჯერ უცნობია თუ სად, მაგრამ ნეაპოლს, რომ ტოვებს ეს აშკარაა.

ESPN-ის ცნობით, „ნაპოლი“ ცენტრში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე პიოტრ ჟელინსკის ნაცვლად არგენტინელ მანუელ ლანზინის განიხილავს, რომელიც ამჟამად „ვესტ ჰემის“ ღირსებას იცავს.

წყაროს ცნობით, ლანზინი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისთვის ბრძოლაში 3 გუნდია ჩაბმული. ევროპაში „ნაპოლი“ და „ასტონ ვილა“, ხოლო სამხრეთ ამერიკაში „რივერ პლეიტი“.

დე ლაურენტისი თავის ფრთხილ და იაფ სატრანსფერო პოლიტიკას განაგრძობს. ლანზინი თავისუფალი აგენტია და ჟელინსკის ნაცვლად მისი გაფორმება კლუბისთვის მომგებიანი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ 30 წლის გამთამაშებელმა წელს არც ისე სახარბიელო სეზონი ჩაატარა. მის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში 9 მატჩში მხოლოდ 1 გოლია. კონფერენს ლიგაზეც 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტიზე 3-ჯერ მეტს გადაუხდიან? ნაპოლის შეთავაზება ლუის ენრიკეს
სპალეტიზე 3-ჯერ მეტს გადაუხდიან? ნაპოლის შეთავაზება ლუის ენრიკეს