ტოჩინოშინი
Aa
Aa

„მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის“ - ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა

35 წლის ქართველმა სუმოტორმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა რამდენიმე კვირის წინ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი საკუთარი ინსტაგრამის გვერდიდან გულშემატკივრებს ოფიციალურად აცნობდა, რომ პროფესიონალურ სუმოს ჩამოშორდა.

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და ამდენი წლის მანძილზე გულშემატკივრობისთვის! თქვენი გვერდში დგომა ყოვლეთვის მაძლევდა ძალას რომ მებრძოლა თავდაუზოგავად! მაგრამ მოვიდა ის დრო რომელიც ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება და დავასრულე მრავალ წლიანი კარიერა! დიდი მადლიბა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის და მომავალ ცხოვრებაში კეთილი სურვილებისთვის“.

- წერს ლევან გორგაძე.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლიდან თარიღდება, ჯურიოს დივიზიონში კი დებიუტი 2008 წლის იანვარში ჰქონდა. ტოჩის ოქროს პერიოდი კი 2018 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც „ჰაცუ ბაშოზე“ 14:1-ზე ბალანსი დააფიქსირა და იმპერატორის თასს დაეუფლა. შედეგად, ლევან გორგაძემ სეკივაკეს წოდება დაიმსახურა, მომდევნო ბაშოზე კი 13:2-ზე ბალანსით, მან ოძეკის წოდება მოიპოვა, რაც სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდებაა. ცნობისთვის, ქართველი სუმოისტი ევროპაში მეორე რიკიშია, რომელმაც სუმოს პროფესიონალურ კარიერაში ოძეკის ტიტულის მიღება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება