ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - ბელინგემი რეალში ითამაშებს

ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის შეთანხმება ამ კვირაში გაფორმდება და ინგლისელი „სამეფო კლუბის“ წევრი ოფიციალურად გახდება.

შეთანხმების თანახმად, „დორტმუნდი“ 100 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომდევნო წლებში ბონუსების სახით გარკვეული თანხა დაემატება.

ბელინგემი „რეალთან“ 6-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მადრიდელებმა გერმანულ კლუბს პატივი სცეს და ყველაფერი ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ გასაჯაროვდება, სადაც „დორტმუნდს“ ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბელინგემი „დორტმუნდის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 132 შეხვედრაში 24 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება