ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

უარი 150 მილიონზე - ზიდანი ევროპის ტოპ 5 ლიგაში დასაბრუნებლად ემზადება

ზინედინ ზიდანმა საუდის არაბეთიდან ფინანსურად მწვრთნელისთვის აქამდე არნახული შეთავაზება მიიღო, რომელზეც უარი განაცხადა.

Foot Mercato-ს ცნობით, „ალ ნასრმა“ „ზიზუს“ 2-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო შესთავაზა.

წყაროს ცნობით, ზიდანის უარის მიზეზი ევროპაში მუშაობის სურვილია. ზიდანი გეგმავს, რომ ახალი სეზონიდან ევროპის ტოპ 5 ლიგაში დაბრუნდება და რომელიმე კლუბს ჩაიბარებს.

2021 წელს „რეალის“ დატოვების შემდეგ, ზიდანი უმუშევარია. „ზიზუ“ საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებას უმიზნებდა, თუმცა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დიდიე დეშამს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუგრძელა.

ზიდანის გადასაბირებლად ტურინის „იუვენტუსი“ და მარსელის „ოლიმპიკიც“ იბრძოდნენ. ასევე იყო პსჟ-სა და „რეალის“ შეთავაზებებიც, თუმცა „ზიზუ“ დღემდე დუმს და მის მომავალზე საუბარს ერიდება.

მოსალოდნელია, რომ 2023 წლის ზაფხულში ზიდანი რომელიმე კლუბს ჩაიბარებს და ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტიზე 3-ჯერ მეტს გადაუხდიან? ნაპოლის შეთავაზება ლუის ენრიკეს
სპალეტიზე 3-ჯერ მეტს გადაუხდიან? ნაპოლის შეთავაზება ლუის ენრიკეს