ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტეს სკამი შეირყა - ესპანეთის ნაკრებში არეულობაა

ესპანეთის ნაკრებში არეულობა გრძელდება. ლუის ენრიკეს დათხოვნამ და ლუის დე ლა ფუენტეს დანიშვნამ დიდხანს ვერ იმოქმედა და როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, „ფურია როხას“ შესაძლოა მალე ახალი თავკაცი ჰყავდეს.

შოტლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, დე ლა ფუენტეს სამუშაო მეთოდების მიმართ უკმაყოფილება ფეხბურთის ფედერაციაში და თავად ნაკრებშიც გაჩნდა.

ივნისში გასამართი ერთა ლიგის ოთხთა ფინალის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის ბედი გაირკვევა.

ესპანეთის ნაკრები საქართველოს თბილისში 8 სექტემბერს დაუპირისპირდება და შესაძლოა იმ მომენტისთვის „ფურია როხას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს.

დე ლა ფუენტემ ნაკრები 2023 წლის იანვარში ჩაიბარა. მისი ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის ივლისამდეა. 61 წლის სპეციალისტის ხელში ესპანეთის ნაკრებმა 2 მატჩის გამართვა მოასწრო. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ნორვეგიას 3:0 მოუგეს, შემდეგ კი შოტლანდიაში 0:2 დამარცხდნენ.

15 ივნისს, ესპანეთი ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება. დე ლა ფუენტეს მომავალი ამ მატჩზე დიდწილად არის დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი - ირაკლი აზაროვმა სერბეთის თასი მოიგო
დრამატული მატჩი - ირაკლი აზაროვმა სერბეთის თასი მოიგო