გიორგი აბურჯანია
Aa
Aa

აბურჯანია ჟილ ვისენტეს ტოვებს და კარიერას თურქეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ ტოვებს და კარიერას თურქეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A BOLA ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აბურჯანია თურქეთის პრემიერ ლიგაში „ჰაიტაისპორს“ შეუერთდება, სადაც საბა ლობჟანიძე ასპარეზობს. როგორც მოგეხსენებათ, საბა ამ მომენტისთვის იჯარის წესით „კარაგუმრუკში“ თამაშობს და ამის მიზეზი თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრაა, რამაც „ჰატაისპორი“ დროებით ჩემპიონატს ჩამოაშორა.

ახალი სეზონის სტარტისთვის სავარაუდოდ საქართველოს ნაკრების ორივე წევრი „ჰატაისპორის“ შემადგენლობაში იქნება.

რაც შეეხება აბურჯანიას ხელშეკრულებას, წყაროს ცნობით, ის 2+1 სისტემით გაფორმდება და ქართველი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ამ უქმეებზე გაივლის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 63 შეხვედრა და 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოტი: სწორი არჩევანი იქნება, ენრიკე ნაპოლისთვის შესაფერისი მწვრთნელია
ტოტი: სწორი არჩევანი იქნება, ენრიკე ნაპოლისთვის შესაფერისი მწვრთნელია