ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა ხვიჩა

ცნობილმა რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Sports.ru-მ 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ტრანსფერები დაასახელა. „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში მოხვდა, მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება.

„ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯე დაიმატა, არავინ ელოდებოდა, რომ ეს ორი ფეხბურთელი ამდენად ძლიერი იქნებოდა! სამხრეთ კორეელი 2021 წელს ჯერ კიდევ ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობდა და მისი ღირებულება 2 მილიონი ევრო იყო, ახლა კი სერია A-ს საუკეთესო გუნდის წამყვანი მცველია და 50 მილიონადაა შეფასებული. კიმზე სხვა დროსაც ვისაუბრებთ, ახლა კი ხვიჩაზე შევჩერდებით.

მისი თამაშის მთავარი ხიბლი ისაა, რომ მაქსიმალურად არაპროგნოზირებადია. ქართველ ფეხბურთელს არასტანდარტული დრიბლინგი აქვს და საფირმო ცრუმოძრაობით არ გამოირჩევა. მის მიერ ნაპოლიში გატანილი პირველი სამი გოლი ერთმანეთისგან განსხვავებული გახლდათ. ჯერ გაიტანა თავით, შემდეგ მარჯვენა, ბოლოს კი მარცხენა ფეხით. ხვიჩა მთელი სეზონის განმავლობაში მოსალოდნელზე უკეთ თამაშობს და მისი და ოსიმენის დუეტი სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. გულშემატკივრები მასზე გიჟდებიან და კვარადონას ეძახიან“, - წერს Sports.ru.

გეტყვით იმასაც, რომ მესამე ადგილს ლისანდრო მარტინესი და კაზემირო (მანჩესტერი) იყოფენ, მეოთხე პაულო დიბალაა (რომა), მეხუთე -გაბრიელ ჟეზუში და ოლექსანდრ ზინჩენკო (არსენალი), მეექვსე - ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), მეშვიდე - ადემოლა ლუკმანი (ატალანტა), მერვე - ალექსანდრ ლაკაზეტი და ალექსის სანჩესი (ლიონი), მეცხრე - ფილიპ კოსტიჩი (იუვენტუსი), მეათე - „ბარსელონას“ ახალი მცველები და რაფინია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაწილებად დაგშლი“ - სეხუდომ მერაბს რუსულად მიმართა
„ნაწილებად დაგშლი“ - სეხუდომ მერაბს რუსულად მიმართა