მარკანო
Aa
Aa

მარკანო "ვალენსიაში"?

ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ვალენსიას“ ინტერესთა სფეროში, „პორტუს“ ვიცე-კაპიტანი ივან მარკანო მოექცა.

30 წლის ესპანელ მცველს „დრაკონებთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და მის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

მესტალიელები სატრანსფერო მოლაპარაკებებს უკვე მართავენ და უნდათ, რომ მარკანო ვალენსიაში იანვარშივე გადაიყვანონ.

ივან მარკანო წლების მანძილზე სანტანდერის „რასინგის“, „ვილიარეალის“, „ხეტაფეს“, „ოლიმპიაკოსისა“ და ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები