ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე "რიუ ავეში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე კარიერას "რიუ ავეში" გააგრძელებს. ამის შესახებ პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება.

ქართველი გოლკიპერი "რიუ ავეს" ღირსებას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს.

27 წლის მაკარიძე "მორეირენსეს" საკუთრებაში რჩება, რომელშიც ის 2016 წლიდან ასპარეზობს.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში "რიუ ავე" მე-5 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ მათზე წინ მხოლოდ "სპორტინგი", "პორტო", "ბენფიკა" და "ბრაგა" არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები