დე ბრუინს კარიერის გაგრძელება „ბაიერნში“ სურს
Aa
Aa

დე ბრუინს კარიერის გაგრძელება „ბაიერნში“ სურს

დღეს ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა „Bild“–მა მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც აღნიშნული წყარო გუშინ იუწყებოდა, „ვოლფსბურგის“ ბელგიელი გამთამაშებელი დღეს უკვე „მანჩესტერ სიტის“ წევრი გახდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, კევინს არ სურს ნისლიან ალბიონზე დაბრუნება.

„Bild“–ის ბოლო ინფორმაციით, დე ბრუინი არ აპირებს „ეტიჰადზე“ გადაბარგებას, რადგან მისით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება. თავის მხრივ „რეკორდმაისტერი“ ახალგაზრდა ბელგიელის შეძენას ამ ზაფხულს არ გეგმავს და მოთამაშის დამატება მომდევნო წელს სურს. აქედან გამომდინარე, დე ბრუინი მზად არის დარჩეს „ვოლფსბურგში“ და მიუნხენურ გრანდს გაისად შეუერთდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები