დანტე შესაძლოა „ვოფსბურგში“ გადავიდეს
Aa
Aa

დანტე შესაძლოა „ვოფსბურგში“ გადავიდეს

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა „Kicker“ იტყობინება, მიუნხენის „ბაიერნის“ გამოცდილი ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დანტე, კარიერას „ვოლფსვაგენ არენაზე“ გააგრძელებს.

„ბაიერნს" აღარ სჭირდება 31 წლის ფეხბურთელი. გასულ სეზონში დანტემ საკმარისზე მეტი შეცდომა დაუშვა, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ „რეკორდმაისტერის“ სამწვრთნელო შთაბს მის კლასსა და სტაბილურობაში ეჭვი შეეტანა.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, დანტე უკვე მოელაპარაკა „ვოლფსბურგს“ და პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები