ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას
Aa
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "არსენალის" ნომერ პირველი სამიზნე ცნობილია

არსენ ვენგერი შემადგენლობის ფორმირებას განაგრძობს და ზაფხულისთვის ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნეც შერჩეული ჰყავს.

Daily Mail-ი იუწყება, რომ "არსენალისთვის" პრიორიტეტული "ლიონის" ფრანგი შემტევის ნაბილ ფეკირის შეძენა იქნება.

24 წლის ფეკირი საფრანგეთის დასატოვებლად მზადაა და სეზონის დასრულების შემდეგ წინადადებების განხილვას გეგმავს.

Transfermarkt-ზე ფეკირის ღირებულებად 50 მილიონი ევროა მითითებული და პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ "ლიონმა" ხსენებულ თანხას რაიმე დააკლოს.

ობამეიანგისა და მხითარიანის ტრანსფერის შემდეგ, "არსენალის" თამაშს ახალი სისხლი უკვე დაეტყო და ვენგერი ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ნაბილ ფეკირი "ლიონის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 144 შეხვედრაში 55 გოლი და 34 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები