ზვონიმირ ბობანის დღევანდელი ცხოვრება
Aa
Aa

ზვონიმირ ბობანის დღევანდელი ცხოვრება

1991 წელს, „მილანმა“ „ზაგრების დინამოდან“ 23 წლის უნიჭერესი ნახევარმცველი, ზვონიმირ ბობანი დაიმატა. პირველ სეზონში, „როსონერიმ“ ხორვატი ფეხბურთელი „ბარიში“ გაანათხოვრა, სადაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ლომბარდიელებმა იგი მომდევნო სეზონშივე დაიბრუნეს. მას შემდეგ, ბობანმა „მილანის“ მაისურით 9 წლის განმავლობაში ითამაშა და კლუბის ნამდვილ ლეგენდად იქცა. ბოლო სეზონი ზვონიმირმა ვიგოს „სელტაში“ გაატარა და 2002 წელს კარიერა დაასრულა.

დღეს ბობანი, იტალიურ და ხორვატიულ სპორტულ ტელეარხებზე, საფეხბურთო ანალიტიკოსად მოშაობს. აქვს რამდენიმე რესტორანი და როგორც თვითონ აცხადებს, მის მიერ განვლილი კარიერის გამო, თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები