მანე:
Aa
Aa

მანე: "რეალმა უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო"

ლივერპულის შემტევმა სადიო მანემ მსოფლიო ჩემპიონატის წინ საკუთარ საკლუბო მომავალზე ისაუბრა. სენეგალელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მანე სამეფო კლუბის მთავარი სამიზნე იყო. მუნდიალის დაწყებიდან ერთი დღით ადრე სადიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და „ენფილდზე“ თავს, როგორც სახლში ისე გრძნობს.

ლივერპულში თავს მშვენივრად ვგრძნობ, კონტრაქტის მიხედვით გუნდში კიდევ 3 წელი უნდა გავატარო და ჯერჯერობით სხვა ვარიანტებს არ განვიხილავ. მომავალში რა მოხდება არავინ იცის, თასების და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა

სიმართლე გითხრათ რეალთან განცდილი მარცხი  რთული გადასატანი აღმოჩნდა. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გუნდმა ბევრი იშრომა, თუმცაბლანკოსმაუკეთ ითამაშა და წარმატებას დამსახურებულად მიაღწია.

ფაქტია რომ ფინალში მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. დროა წაგება დავივიწყო და მსოფლიო ჩემპიონატზე გადავერთოვცდილობ ჩემი კონცენტრაცია მუნდიალზე სენეგალის წარმატებული გამოსვლისკენ მივმართო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები