სამპაოლი:
Aa
Aa

სამპაოლი: "მოედანზე რონალდუს თანაგუნდელები ეხმარებიან, მესის კი ვერა"

ხორვატიასთან განადგურების შემდეგ არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე ხმამაღალი კომენტარიც გააკეთა.

„პასუხისმგებლობა მე მეკისრება. მარცხში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. თამაში კარგად კარგად ვერ წავიკითხე და შედეგიც სახეზეა. ჯერჯერობით მესისთვის საუკეთესო ფეხბურთელები ვერ ვიპოვეთ , რეალურად რომ ვისაუბროთ არგენტინის ახლანდელი ნაკრები ლეოს საკუთარი ნიჭისა და გენიალურობის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. მესი მატჩის მიმდინარეობისას შეზღუდულია, რადგან გუნდი მას როგორც საჭიროა ისე ვერ ერგება.

მინდა რუსეთში ჩამოსულ ყველა არგენტინელ გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო, მეც მათსავით აღტაცებული ვიყავი და საუკეთესო გუნდის ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი გავაკეთე.

ხორვატიის პირველი გოლის შესახებ სამპაოლიმ ასეთი რამ განაცხადა: “პირველი გოლის შემდეგ ფსიქოლოგიურად გავტყდით და სიტუაციის შესაცვლელად საჭირო რესურსი არ აღმოგვაჩნდა".

სამპაოლი რონალდუს წარმატებულ გამოსვლასაც შეეხო და აღნიშნა, „კრიშტიანუ საოცარი ფეხბურთელია და წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მშვენივრად გამოიყურება. რონალდუს უკვე ბევრი ლამაზი მომენტი ჰქონდა, თუმცა მესისა და რონალდუს შედარება არ შეიძლება. მოედანზე ყოფნისას კრიშტიანუს თანაგუნდელები ეხმარებიან, მესისთან კი იგივე ნამდვილად არ ხდება და ამის გამო სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“.

სამპაოლის პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვა აგუეროს დაუსვეს და მწვრთნელის სიტყვების შეფასება სთხოვეს, რაზეც "კუნის" პასუხი ირონიული იყო: "აცადეთ, რაქც უნდა ის თქვას".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები